ვარსკვლავების აკადემია-2” წარმატებული პირველი სეზონის გაგრძელებაა. ეს უნიკალური ფორმატი აერთიანებს ორ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ბრენდს - რეალურ შოუსა და საკონცერტო სანახაობას.
14 ახალგაზრდა მომღერალი გადის რთულ, დინამიურ, საინტერესო და დაბრკოლებებით აღსავსე გზას, რათა მიაღწიოს წარმატებას მუსიკალურ კარიერაში და ნამდვილ ვარსკვლავად იქცეს. ეს არ არის შოუ, რომელიც მთელ ყურადღებას მხოლოდ კონკურსანტის ვოკალურ ნიჭზე ამახვილებს. “ვარსკვლავების აკადემიაში” მთავარია ის, რაც ნამდვილ შოუბიზნესში ხდება. ახალბედა შემსრულებელმა უნდა შექმნას არა მარტო წარმატებული საკონცერტო ნომერი და ჰიტი, და დაიმსახუროს კრიტიკოსებისა და ჟიურის მოწონება, არამედ უნდა მიაღწიოს ნამდვილ კომერციულ წარმატებას.